მუცო,
იგივე
მიცუ
მდებარეობს
პირიქითა
ხევსურეთში,
მუცო-არდოტის
ხეობაში,
მდინარე
ანდაქისწყლის
მარჯვენა
ნაპირზე,
ზღვის
დონიდან 1880
მეტრზე.
არავინ
იცის
და
არც
არავის
ახსოვს,
როგორ
გაჩნდა
ეს
სოფელი
ხევსურეთში.
ის
ისეთ
მიუდგომელ,
კლდოვან
მთაზეა
განლაგებული,
შორიდან
ფრიალო
კლდეზე
შეზრდილი
ეგონება
ადამიანს.
ერთ
დროს
მუცო
დიდი
და
მჭიდროდ
დასახლებული
სოფელი
ყოფილა,
ფიქალის
სახლებით
ქვებს
ერთმანეთზე
აწყობდნენ
ისე,
რომ
მათ
შორის
მზის
სხივიც
არ
ატანდა
და
რაღაც
სასწაულით
ყოველგვარი
ქვითკირის
გარეშე
აშენებდნენ.
მუცოელნი
მთავარანგელოზის
ყმაბი
იყვნენ.
სოფელს
ბროლისკალოს
მთავარანგელოზის
სახელობის
სალოცავი
იცავდა,
რომელსაც
თავისი
საგანძურიც
ჰქონდა
და
დროშაც.
ხევსურები
ყვებიან,
მხოლოდ
ორმა
კაცმა
იცოდა
საიდუმლო
საგანძურის
ადგილსამყოფელი.
საგანძურიც
და
დროშაც
მხოლოდ
ხევსურთა
უდიდეს
დღესასწაულზე _ `ათენგენობაზე~
გამოჰქონდათ.
ჩამოატარებდნენ
მედროშენი
ზანზალაკეიან
დროშას,
მუხლს
მოიყრიდნენ
მის
წინაშე
ხატის
ყმები,
გამორჩეულ
საკარგყმოს
ლუდით
სავეს `ხატის
თასებს~
ჩამოურიგებდნენ
და
იმით
მოსაგონარს
სვამდნენ,
ვინც
სამშობლოსათვის
დასდო
თავი.
Mერე
დაწყებული
ჟამიანობა
და
საიდუმლოს
გასანდობად
ღირსეული
ახალგაზრდის
ძიებაში
საგანძურისა
და
დროშის
სამალავების
მცოდნეებმა
საიდუმლო
საფლავში
თან
წაიღეს.
ასე
დარჩა
ლეგენდად
მუცოს
მიუვალ
კლდეებში
დამალული
განძი
და
დროშა.
მუცოელებს
სჯერათ,
რომ
განძს
ვერავინ
იპოვის,
ვიდრე
მუცოს
მფარველი
ხატი
თავად
არ
ამოარჩევს
ღირსეულს
და
ძილში
არ
უჩვენებს
მის
ადგილსამყოფელს.
მუცოს
მხოლოდ
ორი
შესასვლელი
ჰქონდა:
ქვემოდან –
მდინარის
მხრიდან
და
ზემოდან –
კლდის
ფერდობზე
მიმავალი
ვიწრო
გზა.
გადმოცემის
მიხედვით,
ქვემო
მხრიდან
სოფელი
ქვითკირის
გალავნით
იყო
დაცული,
რომელიც
შეღამებისას
იკეტებოდა
და
მას
მეციხოვნენი
სდარაჯობდნენ.
დაგვიანებულ
მგზავს
და
მონადირესაც
არ
შეეძლო
ღამით
სოფელში
შესვლა,
თუ
გალავნის
იქით
ისარს
არ
ისროდნენ
და
მეციხოვნეებს
არ
დაარწმუნებდნენ,
რომ
გალავანს
გადმოღმა
ნამდვილად
მუცოელი
იდგა.
მუცოელებს
თავისებური,
გამორჩეული
ისრები
ჰქონდათ.
სხვანაირი
იყო
მათი
მშვილდებიც:
ჯიხვის
რქის
ნაწილებისგან
აწყობილი –
მოკლე
და
ძნელად
მოსადრეკი.
ასეთი
მშვილდი
გუდანის
ჯვარში
ინახებოდა
და
ყველაზე
ღონიერ
ახალგაზრდებსაც
უჭირდათ
მისი
მოდრეკა.
რაც
შეეხაბა
ისრის
პირებს,
მუცოელებს,
ძირითადად,
ორი
სახის
ბუნიკები
ჰქონდათ:
ჩვეულებრივი
და
ორკაპა –
თევზისკუდივით
გაშლილი.
მათ
დღესაც
პოულობენ
კლდეებში
ჩარჩენილებს.
ერთი
თქმულება
გვიმბობს:
მუცოელი
მამა-შვილი
სანადიროდ
წასულა.
დაუფრთხია
მამას
ნადირი
და
იქით
გაურეკავს,
სადაც
შვილი
იყო
ჩასაფრებული
თვითონ
კი
კლდეს
მოფარებია.
შვილის
ნასროლი
ისრები
სულ
მის
თავზე
გადადიოდა.
გაბრაზებულა
მამა,
როგორ
ააცდინაო,
თურმე,
შვილი
ისეთი
ძალით
ისროდა,
მოკლულ
ნადირში
გავლილი
ისრები
ისევ
განაგრძობდნენ
ფრენას.
ამას
კი
მამა
ვერ
მიხვდა.
როცა
თოფი
და
ტყვია
შემოვიდა,
მუცოელებმა
მაშინაც
გამოიჩინეს
თავი.
მუცოსთან
შორიახლოს,
კლდეში
დღესაც
მოიპოვება
გოგირდის
შემცველი,
თოფის
წამლისათვის
საჭირო
ნაღვენთი,
რომელსაც `ჩქას~
იფნის
ხის
ნახშირში
ურევდნენ,
ჩეჩქავდნენ,
ხარშავდნენ
და
დენთის
განსაკუთრებული
ტექნოლოგიით
ამზადებდნენ.
დღეს
ის
აღარავის
ახსოვს.
`თოფმა
თქვა:
ჩემსა
წამალსა
შვიდ
პირად
უნდა
დუღილი,
მაისის
თვეში
დამნაყან
მამრ
ნახენ
ჩემი
ქუხილი~.